ლევან კაკუბავა ვარჯშისს ორთვენახევარში შეძლებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა, ლევან კაკუბავამ, რომელიც ვარჯიშისას მძიმედ დაშავდა და გამოკვლევის შედეგად მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა.

"დინამოს" ახალგაზრდა მცველს კლინიკა "მედიკლაბში" ოპერაცია ცნობილმა ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გაუკეთა.

ოპერაციამ, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა წარმატებით ჩაიარა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ერთ კვირაში სარეაბილიტაციო კურსს შეუდგება, სავარაუდოდ ორთვენახევარში კი სრული დატვირთვით ვარჯიშსაც შეძლებს.

შეგახსნებეთ, რომ ლევან კაკუბავა 23 ნომებერს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარე ვარჯიშის დროს დაშავდა, რის შემდეგაც ის ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

ტრავმის გამო ლევანი საქართველოს ჩემპიონატის მე-15
ტურში "ზესტაფონთან" მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

მომზადებულია fcdianmo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული