მოლდოვიდან მამუკა ლომიძემ ზაფხულის მიწურულს გადაწყვიტა აბარგება. ლომიძის გადაბირების სურვილი ჩეხურმა "ვიქტორიამ" გამოთქვა, თუმცა ჟიჟკოველებთან ჩატარებულ მესამე საწვრთნელ ვარჯიშზე მამუკა დაშავდა და ტრავმის გამო მისი ტრანსფერი ჩაიშალა.
სამშობლოში დაბრუნებულმა ლომიძემ "დინამოს" მიაშურა და თვენახევრიანი ვარჯიშის შემდეგ ჩვენი გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას მოწონება დაიმსახურა. მოლდოვეთის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან, "დინამოსთან" ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა - მომავალში გახანგრძლივების
მამუკა ლომიძე:"დაჩიადან" როდესაც წამოვედი, დიდი შანსი იყო ჩეხეთში, ჟიჟკოვის "ვიქტორიასთან" გამეფორმებინა კონტრაქტი, თუმცა ჩეხეთში ჩასულმა მესამე დღეს ტრავმა მივიღე და ჩემი ჩეხური ვარიანტიც ჩავარდა.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო დიდი პერიოდი გამიცდა. ჩემდა სასიხარულოდ ისე მოხდა, რომ "დინამოში აღმოვჩნდი". ალექს გარსია ჩემზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა და გუნდთან ერთად ვარჯიშებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება მომცა.
მართალია ოპტიმალურ ფორმაში ჯერაც არ ვარ, თუმცა მოედანზე გასვლა და თამაში ნამდვილად შემიძლია. თვეზე მეტია გუნდთან ერთად ვარჯიშობ, ბოლო ერთ კვირაში გადაწყდა, რომ ჩემთან 6 თვიანი ხელშეკრულება გაფორმდებოდა. მაისის ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა მეძლევა და ვეცდები გუნდის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ნდობა მაქსიმალურად გავამართლო.
აღსანიშნავია, რომ გუნდში მოსვლის დროს თავი უცხოდ არ მიგრძვნია. "დინამოში" ყველანაირი პირობაა საიმისოდ, რათა ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს. კლუბების უმეტესობას ასეთი პირობებით არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც კი არ აქვთ.
სასიხარულოა, როდესაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი გიფორმებს ხელშეკრულებას, "დინამოს" მიზანი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა და ვეცდები ჩემი კარგი თამაშით გუნდს სარგებელი მოვუტანო".
fcdinamo.ge