"ეს არის 1996 წელს დაბადებულთა ოთხთა ტურნირი, რომლის მასპინძელიც იქნება "საბურთალო". ჩვენი სკოლის მოზარდებთან ერთად იასპარეზებენ არენემის "ვიტესის", ქუთაისის "ტორპედოსა" და "სახალისო ფეხბურთის" გუნდები. "სახალისო ფეხბურთის" პროექტებს საქართველოში ვალერი ჩოლარია ხელმძღვანელობს და გუნდიც მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა.
ევროპული კლუბების ჩამოსვლით განებივრებულები არც უფროსებში ვართ და არც უმცროსებში, "საბურთალოს" კი არნემულ კლუბთან და მის პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.
ალბათ, გეუცნაურათ თავში ნათქვამი "საბურთალოს" სტადიონი "ბენდელა", რომელზეც აქამდე არაფერი გსმენიათ.
"იჯარით აღების შემდეგ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონი განვაახლეთ, თანამედროვედ მოვაწყვეთ და აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის პატივსაცემად "ბენდელას სტადიონი" დავარქვით.
მალე დასრულდება 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მიშენება, რომელსაც მიედგმება ვიპ და მედიალოჟები, გაძლიერდება განათებაც და საღამოობით ტელევიზიაც შეძლებს მუშაობას. ასე რომ, უმაღლესი ლიგის მატჩების მასპინძლობასაც თავისუფლად შევძლებთ.
მოკლედ, ამიერიდან "ბენდელას თასს" "ბენდელას" სტადიონზე ვუმასპინძლებთ. სამეგობროს თანადგომითა და ხელშეწყობით ტურნირი მძიმე პერიოდშიც არ ჩაგვიგდია. ცხადია, თასი წლეულსაც გათამაშდება: დეკემბერში 2000 წელს დაბადებულებისა და მოყვარულთა ტურნირს ვუმასპინძლებთ, იანვარში კი - უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლშემადგენლობების შეჯიბრებას", - ამბობს ჭუმბურიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"