"დინამოს" მეკარემ ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
"დინამოს" მეკარემ სოსო გრიშიკაშვილმა რიგაში ოპერაცია გაიკეთა. სოსოს მხრის სასახრე ჩანთა და მხრის სახსრის ერთ-ერთი კუნთი ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გრიშიკაშვილი ათდღიან სარეაბილიტაციო კურსს ლატვიაში გაივლის.

მკურნალობის პროცესს განაგრძობს "დინამოს" ახალგაზრდა მცველი ლევან კაკუბავა, რომელმაც ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ოპერაციის გათებეა აუცილებელი გახდა. ამჟამად ლევანს ფეხი თაბაშირში აქვს. ექიმების თქმით, კაკუბავას სარეაბილიტაციო პერიოდი იანვრის თვეში დაიწყება.

სოსო გრიშიკაშვილი:"უფრო ჰოკეისტებისთვის დამახასიათებელი ტრავმა მაწუხებდა და ოპერაციის რიგაში გაკეთებაც ამან განაპირობა. ჯერ კიდევ ტკივილები მაწუხებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები და საყვარელი
საქმის გაგრძელებასაც მალე შევძლებ. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყურადღებისთვის, რიგაშიც და საქართველოშიც".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული