"ტორპედომ" მაქსიმე ქვილითაია 2 წლით გაიფორმა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

26 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება "ტორპედოსთან" 2012 წლის ივნისში უმთავრდებოდა.

მართალია, მეკარე იშვიათად გამოდის "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე თავისი საიმედო თამაშით გამოირჩევა.

ამის მაგალითად, გუშინ, "სიონთან" გამართული მატჩიც შეიძლება, დავასახელოთ, რომელიც მაქსიმესთვის პირველი იყო 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში.

ქვილითაიამ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში "ტორპედოს" კარი ოთხჯერ დაიცვა.

fctorpedo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული