გორის "დილასთან" მატჩის დასრულების შემდეგ "ბაიას" თავკაცებისგან შევიტყვეთ, რომ გუნდის ლიდერი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ირაკლი ქობალია ახალი წლიდან "ზესტაფონში" მოემზადება, გუნდს ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე გაჰყვება, თუმცა ჯერ მისი ტრანსფერის საკითხი ბოლომდე არ გადაწყვეტილა - ირაკლის საფრანგეთში ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლის იმედი დღემდე არ გადაუწურავს.
სამაგიეროდ, გადაწყვეტილია "ზესტაფონში" ზუგდიდელთა ნახევარმცველ ლუკა გუგუჩიას გადასვლა. იმერულმა კლუბმა მას უკვე შესთავაზა კონტრაქტი და თუ რაიმემ არ შეუშალა ხელი,
ასევე სავსებით რეალურია, რომ "ბაია" დატოვონ მცველებმა ნიკა აფაქიძემ, დათა რიგვავამ, ნახევარმცველებმა ლევან წურწუმიამ და ზვიად სიხარულიამ.
რიგვავას და წურწუმიას ქუთაისის "ტორპედოში" იწვევენ, აფაქიძესა და სიხარულიას ამბავი კი ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა კლუბში იციან, რომ მათ თბილისის "დინამოში" იწვევენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"