ფინალში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის გუნდი "რეაბილიტაცია" და მედიცინის ფაკულტეტის "რეალ-მადრიდი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გაიმარჯვა "რეაბილიტაციამ" - 3:1, მესამე ადგილზე გავიდა "ზევსი".
სპეციალური პრიზები დაიმსახურეს: საუკეთესო მოთამაშის - გიორგი გოგიძემ (მედიცინის ფაკულტეტი, II კ), მეკარის - რევაზ მანჯგალაძემ (იგივე ფაკულტეტი, I კ), ბომბარდირის - გიორგი პაიჭაძემ (სტომატოლოგიური, I კ), მცველის - დავით შამათავამ ("რეაბილიტაცია", I კ),
დაკომპლექტდა ნაკრები, რომელიც ფუტსალში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პირველობაზე იასპარეზებს.
თორნიკე გოგიჩაიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"