ფეხბურთი ყველასათვის: სამედიცინოს პაიჭაძე ჰყავს...

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტთა შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროგრამით ხშირად ატარებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას. ახლახან სტუდენტთა 20 გუნდი მონაწილეობდა მინიფეხბურთში სასწავლებლის ჩემპიონატში.

ფინალში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის გუნდი "რეაბილიტაცია" და მედიცინის ფაკულტეტის "რეალ-მადრიდი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გაიმარჯვა "რეაბილიტაციამ" - 3:1, მესამე ადგილზე გავიდა "ზევსი".

სპეციალური პრიზები დაიმსახურეს: საუკეთესო მოთამაშის - გიორგი გოგიძემ (მედიცინის ფაკულტეტი, II კ), მეკარის - რევაზ მანჯგალაძემ (იგივე ფაკულტეტი, I კ), ბომბარდირის - გიორგი პაიჭაძემ (სტომატოლოგიური, I კ), მცველის - დავით შამათავამ ("რეაბილიტაცია", I კ),
ტექნიკური მოთამაშის - გიორგი ჭუმბურიძემ (ჯანდაცვის ფაკულტეტი, I კ).

დაკომპლექტდა ნაკრები, რომელიც ფუტსალში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პირველობაზე იასპარეზებს.

თორნიკე გოგიჩაიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული