ლადო ვარძელაშვილი: ნაკრები არ არის ნოღაიდელის პარტია, რომ დატოვო და წახვიდე

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა კახი კალაძის გუშინდელი გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

"ეროვნული ნაკრები არ არის ნოღაიდელის პარტია, რომ დატოვო და წახვიდე".

როგორც ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება თავად შეაფასებს კალაძის გუშინდელ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელისთვის პრესტიჟია და ამ გუნდში თამაშს უნდა იმსახურებდეს ფეხბურთელი.

"არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც კალაძეს უნდა დაეცვა - უნდა შეხვედროდა მთავარ მწვრთნელს, ჩაეყენებინა საქმის კურში და გადაწყვეტილება შეეთანხმებინა ფეხბურთის ფედერაციასთან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა
არის ის, რომ ადამიანების გარკვეულმა წრემ არ იცის, რა უნდა აკეთოს - უნდა იყოს ფეხბურთში, თუ უნდა წავიდეს პოლიტიკაში", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული ნაკრებიდან ფეხბურთელს უნდა აცილებდნენ და ის ნაკრებს არ უნდა ტოვებდეს, როგორც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

კახი კალაძემ ეროვნული ნაკრების დატოვების თაობაზე გუშინ, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ლადო ასე ყიყინს არ გირჩევ! ყველანი წამსვლელები ვართ, მთავარია– როგორ?! ერთხელ თავი უკვე დაგვამახსოვრეთ 08.08.08 –ში რაც ხდებოდა წითელ ხიდთან და საჯარისო მთავარსარდლობაში.
zviadi
10:03 13-12-2011
0
ლადო ასე თავგამოდებით ყიყინს არ გირჩევ, ყველანი წამსვლელები ვართ. ეგაა საკითხავი – როგორ? ერთხელ თავი უკვე დაგვამახსოვრეთ 08/08/08 –ში რაც ხდებოდა წითელ ხიდთან.
zviadi
09:57 13-12-2011
0

სიახლეები პოპულარული