"ეროვნული ნაკრები არ არის ნოღაიდელის პარტია, რომ დატოვო და წახვიდე".
როგორც ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება თავად შეაფასებს კალაძის გუშინდელ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელისთვის პრესტიჟია და ამ გუნდში თამაშს უნდა იმსახურებდეს ფეხბურთელი.
"არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც კალაძეს უნდა დაეცვა - უნდა შეხვედროდა მთავარ მწვრთნელს, ჩაეყენებინა საქმის კურში და გადაწყვეტილება შეეთანხმებინა ფეხბურთის ფედერაციასთან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა
მისი თქმით, ეროვნული ნაკრებიდან ფეხბურთელს უნდა აცილებდნენ და ის ნაკრებს არ უნდა ტოვებდეს, როგორც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
კახი კალაძემ ეროვნული ნაკრების დატოვების თაობაზე გუშინ, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა.
"ინტერპრესნიუსი"