არადა, ნიჭიერი მოთამაშე რომ არის, მოედანს ჩინებულად რომ ხედავს და მშვენიერი გადაცემები გამოარჩევს, ამაზე არავინ დავობდა.
წლევანდელ სეზონში შარიქაძე საუკეთესოდ წარმოჩნ
დაინტერესებამაც არ დაახანა. ერთი თვის წინაც ვწერდით, რომ შარიქაძით "ზესტაფონი" იყო დაინტერესებული. გუშინ კი შევიტყვეთ, რომ საქართველოს ჩემპიონი და "გაგრა" უპრობლემოდ შეთანხმდნენ, ლევანმა კი პირადი კონტრაქტის პირობებიც გაარკვია.
"გაგრასა" და "ზესტაფონში" ამ ცნობას ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა დაჟინებითაც არ უარყოფენ, რადგან ზესტაფონში მალე საჯაროდ აპირებენ მოთამაშის წარდგენას. სამაგიეროდ, თავად ფეხბურთელს არ დაუმალავს სიახლე:
"დიახ, უკვე "ზესტაფონის" მოთამაშე ვარ, კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. გაორებული გრძნობა მაქვს, ერთი ის, რომ უნდა დავემშვიდობო "გაგრას", სადაც გავიზარდე როგორც ფეხბურთელი, კლუბთან, მის პრეზიდენთან, ბიჭებთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ასე ჯობდა, რაც კლუბშიც კარგად ესმოდათ და ამიტომაც გამიშვეს. "ზესტაფონში" გადასვლა ჩემთვის დიდი წინგადაგმული ნაბიჯია" - გვითხრა შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ წლეულსვე, სეზონის ჩამთავრებამდე "ზესტაფონმა" 3-წლიანი კონტრაქტით უკვე დაიბევა გორის "დილას" 23 წლის ფლანგის ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"