"ზესტაფონი" "კოპა მარბელიაზე" სამ რუსულ გუნდთან ერთად ითამაშებს

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციით, "მარბელას თასის" ორგანიზატორებმა მონაწილეთა სია დააზუსტეს, რაც ჩვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონიც" მიიწვიეს.

კიევის "დინამო", მოსკოვის ცსკა, ყაზანის "რუბინი", სამარის "კრილია სოვეტოვი", ბუქარესტის "რაპიდი", ჩინეთის ჩემპიონი "გუანჩჟოუ", პლუს ჩვენი "ზესტაფონი" - ესპანელებმა მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთ ცნობილ ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა ამ კლუბებისგან მიიღეს. ესპანეთის საკურორტო ქალაქი ტურნირს 3-დან 9 თებერვლამდე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" წინა სეზონშიც ითამაშა "მარბელას თასზე": პლოვდივის "ლოკომოტივი" 3:0 დაამარცხა, კიევის "დინამოსთან" 2:2 ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა 4:5, პრაღის "სპარტასთან" კი
0:5 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული