კახა კალაძე: მხარდაჭერას მხოლოდ გულშემატკივრებისგან ვგრძნობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, კახა კალაძემ Facebook-ში საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, კალაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ 11 დეკემბერს, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მხარდაჭერის და თბილი სიტყვებისთვის ყველას მადლობას ვუხდი. ნაკრებიდან წასვლის მძიმე წუთების შემდეგ, მხარდაჭერას მხოლოდ თქვენგან, გულშემატკივრებისგან ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ამას ვაფასებ და თქვენს მეგობრულ, თბილ სიტყვებს მსოფლიოში ვერც ერთი ჯილდო ვერ შეედრება", - განაცხადა კალაძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
TORPEDO,ასეთი რამ თუ მართლა სთქვა კალაძის პირველმა მწვრთნელმა"მაგარი" ყოფილა.ისე მაინტერესებს,ვიზეც თქვა ამითგან დადგებაო კახისგან განსხვავებით ისინი სად არიან?უმაღლესი ლიგის გუნდს არსებობისთვის,სეზონში მინიმუმ 350-400ათასი ლარი ჭირდება წელიწადში,ვთქვათ ერთი სეზონის საარსებო ფული მიეცა,შემდეგ წელს რა იქნებოდა?ისე აქაურ კომენტარებსაც რომ გადაავლო თვალი,მანადამაინც "სანერვიულო" არ უნდა გქონდეს,კალას დამფასებლები არ აკლია,არც მშობლიურ ქალაქში,არც საქართველოს სხვა მხარეში არც უკრაინაში და არც იტალიაში.
daviti
03:55 18-12-2011
0
TORPEDO სხვას რო ეუბნები რატო არ დაეხმარეო შენ რა გაგიკეთებია იმ გაჭირვებული გუნდისთვის ეგეც დაწერე ბარემ,ან იცი საერთოდ ამ კაცს რამხელა პრობლემებს უქმნიდნენ სანამ წავიდოდა კიევის დინამოში?ამაზე არაა მარტო ლაპარაკი უამრავი ახალგაზრდა ყავთ გაფუჭებული ყველანაირად ცდილობენ გზა გადაუგობონ და "სასტავში დაყენების ფული" იმდენი მოთხოვონ რო ვერ გადაიხადოს და დაამტავრებინონ კარიერა,ჯერ გაიგეთ ხოლმე რაღაც-რაღაცეები და მერე წერეთ აქ
V1ctor
22:27 17-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული