შეგახსენებთ, კალაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ 11 დეკემბერს, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მხარდაჭერის და თბილი სიტყვებისთვის ყველას მადლობას ვუხდი. ნაკრებიდან წასვლის მძიმე წუთების შემდეგ, მხარდაჭერას მხოლოდ თქვენგან, გულშემატკივრებისგან ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ამას ვაფასებ და თქვენს მეგობრულ, თბილ სიტყვებს მსოფლიოში ვერც ერთი ჯილდო ვერ შეედრება", - განაცხადა კალაძემ.