ლაშა ჯაფარიძე: გოცირიძე მომხდარს ძალიან განიცდის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 11 დეკემბრის საჩემპიონატო მატჩში რუსთავის "მეტალურგს" 3:0 მოუგო. ამ შეხვედრაში რუსთაველთა მარცხენა მცველი ლაშა ჯაფარიძე დაშავდა - პირველი ტაიმის მიწურულს ქუთაისელთა თავდამსხმელ რევაზ გოცირიძესთან ორთაბრძოლისას ცხვირი გაიტეხა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ამის გამო ლაშამ ბოლო ტურში ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრაც გამოტოვა და ვარჯიშს მხოლოდ ნაახალწლევს განაახლებს.

"იმ შეხვედრის შემდეგ ოპერაცია ორჯერ გავიკეთე და თაბაშირის სახვევით კიდევ ათი დღე უნდა ვიყო. წლეულს ვარჯიში და თამაში გამორიცხულია. ასე რომ, "ზესტაფონთან" ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებაც მომიწევს და გუნდს ახალი წლიდან თუ დავუბრუნდები",
- გვითხრა ჯაფარიძემ.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ მატჩის შემდეგ მომხდარით შეწუხებული გოცირიძე დაუკავშირდა:

"რეზომ ეს ამბავი ძალიან განიცადა. ვიცი, რომ ხელი შემთხვევით და არა განზრახ მომარტყა. ეს ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო და ბრძოლისას ვერ მოზომა. მასთან ვმეგობრობ და თამაშის მერე შეწუხებულმა დამირეკა, მომიბოდიშა, მომხდარს ძალიან განიცდიდა. ჩვენს ურთიერთობას ეს ამბავი, ცხადია, ვერ შეცვლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაშა წარმატებები ჯიგარო მართლა კაი კაცი და კაი ფეხბურთელი ხარ ნაკრების უპირობო შეუცვლელიკანდიდატი ხარ იქნებ მართლა დაგაფასონ.
fiore
10:29 18-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული