ამის გამო ლაშამ ბოლო ტურში ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრაც გამოტოვა და ვარჯიშს მხოლოდ ნაახალწლევს განაახლებს.
"იმ შეხვედრის შემდეგ ოპერაცია ორჯერ გავიკეთე და თაბაშირის სახვევით კიდევ ათი დღე უნდა ვიყო. წლეულს ვარჯიში და თამაში გამორიცხულია. ასე რომ, "ზესტაფონთან" ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებაც მომიწევს და გუნდს ახალი წლიდან თუ დავუბრუნდები",
მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ მატჩის შემდეგ მომხდარით შეწუხებული გოცირიძე დაუკავშირდა:
"რეზომ ეს ამბავი ძალიან განიცადა. ვიცი, რომ ხელი შემთხვევით და არა განზრახ მომარტყა. ეს ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო და ბრძოლისას ვერ მოზომა. მასთან ვმეგობრობ და თამაშის მერე შეწუხებულმა დამირეკა, მომიბოდიშა, მომხდარს ძალიან განიცდიდა. ჩვენს ურთიერთობას ეს ამბავი, ცხადია, ვერ შეცვლის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"