კომიტეტმა განიხილა საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელის - ალექს გარსიას მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება და კლუბს ფულადი სასჯელი დააკისრა.
სადისციპლინო კომიტეტის დასკვნა და შესაბამისი წერილი გადაეგზავნა საფეხბურთო კლუბის დირექტორატს. წერილში სიტყვასიტყვით ნათქვამია:
"დინამო" თბილისის დირექტორ - ზურაბ პოლოლიკაშვილს
ბატონო ზურაბ, ა.წ. 20 დეკემბერს ჩატარდა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის №3-326 სხდომა (თავმჯდომარე ტატო ლასხიშვილი; წევრები - თემურ ღაღანიძე, ზურაბ პეტრიაშვილი; პ/მდივანი - ზვიად დარასელი).
დღის წესრიგი: თბილისის "დინამოს" მთავარი
კომიტეტის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" ა.წ. 19.12 "დინამოს" მთავარი მწვრთნელის - ალექს გარსიას მიერ გაკეთებული განცხადება.
დაადგინეს: საქართველოს 2011-12 წლების ეროვნული ჩემპიონატის დებულების 7.2. პუნქტის თანახმად, თბილისის "დინამოს" კლუბი, რომლის მთავარმა მწვრთნელმა - ალექს გარსიამ ა.წ. 19.12 საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" და პრესის საშუალებით სფფ-სა და მსაჯთა კორპუსის მისამართით გააკეთა არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადება - დაჯარიმებულია 3500 ლარით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება 7000 ლარით. ხოლო განცხადების უშუალო ავტორს აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლის ვადით.
კომიტეტის თავმჯდომარე - ტატო ლასხიშვილი
სფფ-ის პრესსამსახური