ალექს გარსიამ "დინამო" 3500 ლარით დააზარალა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი შეიკრიბა.

კომიტეტმა განიხილა საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელის - ალექს გარსიას მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება და კლუბს ფულადი სასჯელი დააკისრა. 

სადისციპლინო კომიტეტის დასკვნა და შესაბამისი წერილი გადაეგზავნა საფეხბურთო კლუბის დირექტორატს. წერილში სიტყვასიტყვით ნათქვამია:

"დინამო" თბილისის დირექტორ - ზურაბ პოლოლიკაშვილს

ბატონო ზურაბ, ა.წ. 20 დეკემბერს ჩატარდა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის №3-326 სხდომა (თავმჯდომარე ტატო ლასხიშვილი; წევრები - თემურ ღაღანიძე, ზურაბ პეტრიაშვილი; პ/მდივანი - ზვიად დარასელი).

დღის წესრიგი: თბილისის "დინამოს" მთავარი
მწვრთნელის - ალექს გარსიას მიერ ა.წ. 19 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" სფფ-ისა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მომსახურე მსაჯების მიმართ არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთების შესახებ.

კომიტეტის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" ა.წ. 19.12 "დინამოს" მთავარი მწვრთნელის - ალექს გარსიას მიერ გაკეთებული განცხადება.

დაადგინეს: საქართველოს 2011-12 წლების ეროვნული ჩემპიონატის დებულების 7.2. პუნქტის თანახმად, თბილისის "დინამოს" კლუბი, რომლის მთავარმა მწვრთნელმა - ალექს გარსიამ ა.წ. 19.12 საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" და პრესის საშუალებით სფფ-სა და მსაჯთა კორპუსის მისამართით გააკეთა არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადება - დაჯარიმებულია 3500 ლარით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება 7000 ლარით. ხოლო განცხადების უშუალო ავტორს აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლის ვადით.

კომიტეტის თავმჯდომარე - ტატო ლასხიშვილი

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნათქვამია: "პური მეპურემ გამოაცხოსო"... არ ჯობია, ყველამ თქვენი საქმე აკეთოთ? გარსიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ ესპანელი (უცხოელი) მწვრტნელი რახან არის არ ეპატიება? კორუმპირებული და მარიონეტები რო ხართ ამას რად უნდა ცილობა??? დააბრუნეთ არჩეული პრეზიდენტი ფედერაციაში, თან ბოდიში მოუხადეთ ნემსაძეს, კალაძეს და ქართველ ხალხს! დასაჯერიმებელი კი არა დასახვრეტები ხართ უმრავლესობა ფედერაციაში! წინსვლისა და განვითარების ნაცვლად "შუშანიკის" და "თბილელის" დროში რო გვაბრუნებთ...
დევიდ აირონს
17:44 20-12-2011
0
სირცხვილია სირცხვილი!!!გარსიას გარდა არავის გაუკრიტიკებია მსაჯები???და ამაზე უარესები არ უთქვამთ??? სულ დედა უგინებიათ მაგრამ არავის არ ამოუღია ხმა..კირკიტაძემ რო პირდაპირ მოედანზე ცემა მსაჯი მოყვა ამას რაიმე რეაგირება???ამით მოტივაციას აკარგვინებენ ამ კაცს,მიუხედავად ყველაფრისა მუშაობს და შედეგიც მალე ექნება... თუ მანამდე არ გააქციეს,ძაან ცუდ ფონს ქმნიან...
dinamo
22:02 20-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული