"გაგრა" თურქეთში მოემზადება

AutoSharing Option
"გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მიხეილ აფხაზავამ გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში კლუბის კრება გაიმართება და სეზონს შეაჯამებენ. იქვე გახდება ცნობილი, რა ცვლილებები მოხდება გუნდში.

გაგრელები მზადებას 8 იანვრიდან განაახლებენ, 24-დან 6 თებერვლამდე კი ანტალიაში მოემზადებიან და 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. მეტოქეების ვინაობა ჯერ უცნობია.

"გაგრა"-"ვიტ ჯორჯიას" შეხვედრისას მარცხენა მცველი გიორგი ჯგერენაია დაშავდა. როგორც გაირკვა, მას მეტოქემ მუხლზე ფეხი დააბიჯა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მალე გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია ჯგერენაიას ტრავმა - ახალგაზრდა მცველს გამოკვლევები ჩაუტარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული