გაგრელები მზადებას 8 იანვრიდან განაახლებენ, 24-დან 6 თებერვლამდე კი ანტალიაში მოემზადებიან და 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. მეტოქეების ვინაობა ჯერ უცნობია.
"გაგრა"-"ვიტ ჯორჯიას" შეხვედრისას მარცხენა მცველი გიორგი ჯგერენაია დაშავდა. როგორც გაირკვა, მას მეტოქემ მუხლზე ფეხი დააბიჯა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მალე გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია ჯგერენაიას ტრავმა - ახალგაზრდა მცველს გამოკვლევები ჩაუტარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"