"გაგრამ" სამი მეტოქე იცის

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ "გაგრა" ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის გავლას თურქეთში აპირებს, გუშინ კი გაირკვა, რომ კლუბი 24 იანვარს ანთალიის მახლობელ ქალაქ სიდეში გაემგზავრება. მანამდე კი"გაგრა" 8 იანვარს შეიკრიბება და სამ დღეს სამედიცინო შემოწმებას დაუთმობს.

გადაწყვეტილია, რომ გუნდი ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 27 იანვარს რუსულ კლუბ "სიბირს" ეთამაშება, 30 იანვარს - პავლოდარის "ირტიშს", 3 თებერვალს კი - ყარაგანდის "შახტიორს". მეოთხე მეტოქე რამდენიმე დღეში გაირკვევა.

მალე გაირკვევა იმ 24 ფეხბურთელის ვინაობაც, რომლებიც ანთალიაში გაემგზავრებიან - იუწყება კლუბის პრესსამსახური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული