ესპანელი სტუმრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ერთად 21 დეკემბერს მცხეთაში მდებარე საფეხბურთო სტადიონს ეწვივნენ და საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ.
ესპანელი სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამაში, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდება. ესპანელი ექსპერტები შეისწავლიან ბავშვთა ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას, ასევე დააკვირდებიან ფეხბურთის ფედერაციის მუშაობას ამ მიმართულებით.
msy.gov.ge