"დინამო" - საქართველოს ისტორიული ბრენდი

AutoSharing Option
გუშინ "შერატონ მეტეხი პალასში" საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილმა" ქართული ბრენდების დაჯილდოების მეცხრე ცერემონიალი - "ქართული ბრენდის დღე 2011" გამართა.

"დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძის ცნობით, თბილისული კლუბი ისტორიული ბრენდის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაჯილდოების ისტორიაში პირველად დასახელდა ისტორიული ბრენდი. ცერემონიალს დაესწრნენ ვეტერანი დინამოელები ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია, ვაჟა ჟვანია, გუნდის სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე და ფეხბურთელი გიორგი ლორია.

საპატიო ჯილდო ალექსანდრე ჩივაძემ და გიორგი ნემსაძემ ჩაიბარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯობია ისევე ტრადიციულად 1981 წლით დაიმშვიდოთ თავი....... :D :D :D
zestafan
10:52 23-12-2011
0

სიახლეები პოპულარული