ორიოდე სიტყვით "ზესტაფონის" ახალწვეულის შესახებ: აბაიომი ოვონიკოკო - თავდამსხმელი; დაბადებულია - 13.09.1992; სიმაღლე - 185 სმ, წონა - 69 კგ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე, 2009-2011 წლებში ფეხბურთელი წარმატებით ასპარეზობდა თავის პირველ პროფესიულ საფეხბურთო კლუბ "გაგრაში", რომელშიც 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და საფეხბურთო საზოგადოებას თავი როგორც ძალიან იმედისმომცემმა ფორვარდმა დაამახსოვრა.
აუცილებლად
საინტერესო ფაქტია ის, რომ აბაიომი ოვონიკოკო გახლავთ მარველთა რიგით მე-14-ე ლეგიონერი. როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე ზემოიმერული კლუბის ღირსება 2 მოლდოველ, 4 ბრაზილიელ, 3 გაბონელ, 2 კამერუნელ, 1 უკრაინელ და 1 ხორვატ ლეგიონერს დაუცავთ.
რაც შეეხება ბოლო ოფიციალურ შეხვედრას, რომელშიც ზესტაფონელთა რიგებში უცხო ქვეყნის მოქალაქემ იასპარეზა, ასეთი 2009 წლის 23 მაისს თბილისის "ლოკომოტივთან" გამართული მატჩი იყო, ხოლო ლეგიონერი კი უკრაინელი ანტონ პრიხოდკო გახლდათ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური