"ტორპედომ" "კოლხეთიდან" გიორგი ლემონჯავა გადაიბირა

AutoSharing Option
გიორგი ლემონჯავამ საფეხბურთო კარიერა ფოთის "კოლხეთში" გაატარა, სულ კი ზღვისპირელთა რიგებში მან 15 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

21 წლის მცველმა "ტორპედოსთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ქუთაისის "ტორპედოს" დატოვებენ.

აქვე გეტყვით, რომ "ტორპედო" შესვენების შემდეგ ახალი წლის 4 იანვარს თბილისში შეიკრიბება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლასთან ერთად პარალელურად საბურთალოს სკოლის მოედანზე მოემზადება.

22 იანვრიდან კი გუნდი თურქეთის ქალაქ ანტალიაში ათდღიანი შეკრების გასავლელად გაემგზავრება.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული