შევიტყვეთ, რომ ჩიკვილაძე კარიერას უზბეკეთში, გუზარის "შურტანში" გააგრძელებს. 27 წლის მცველი უკვე იყო უზბეკეთში, გუნდს შეუთანხმდა და გადაწყვეტილი ამბავია - ითამაშებს იმ გუნდში, სადაც მისი უახლოესი ნათესავი, მეკარე მიხეილ ალავიძე თამაშობდა.
ნათესავები მხარდამხარ იმიტომ ვერ
- უზბეკეთის ფედერაციის ახალი წესდებით ჩემპიონატში ლეგიონერი მეკარეების თამაში აიკრძალა. მათი მიზანია, გაზარდონ ადგილობრივი მეკარეები და საამისოდ ხელსაყრელი გარემო შეუქმნან. ეს ორი დღის წინ მაცნობეს. ამაზე ადრეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ არ მეგონა, საქმე აქამდე თუ მივიდოდა, ასე რომ, უგუნდოდ დავრჩი.
- კონტრაქტი გაწყვიტე?
- კონტრაქტი ისედაც დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. "შურტანს" ახალი კონტრაქტის გაფორმება სურდა, მინიმუმ ერთწლიანზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, ასეც რომ მომხდარიყო, ხელშეკრულების დარღვევა მაინც მოგვიწევდა.
- უზბეკეთში მოთამაშე ქართველებიდან ვის გამოარჩევდი?
- სულ სამი ქართველია. ტაშკენტის "პახტაკორში" კახა მახარაძე და ირაკლი კლიმიაშვილი თამაშობენ და ორივე მოსწონთ. კლიმიაშვილმა გუნდს უზბეკეთის თასი მოაგებინა, ფინალში ორი გოლი გაიტანა. "ბუხოროშია" ცენტრალური მცველი გიორგი კვესიეშვილი. არა მგონია, ამ გუნდში დატოვონ, რადგან წერდნენ, რომ მისით ლიდერები დაინტერესდნენ.
უზბეკებს ფული არ აკლიათ, ძლიერი ლეგიონერების მიწვევის საშუალება აქვთ და ქართველს ტყუილად არავინ აიყვანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"