რომან ფიფია: გარსიას ჩაძირვა არავის შეუძლია, თავად გარსიას გარდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია ყურადღებით ეკიდება კლუბის გულშემატკივრების დამოკიდებულებას გუნდში მიმდინარე პროცესებისადმი. "დინამოს" ქომაგებს იგი ადრეც შეხვდა და წერილითაც მიმართა.

საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ ბატონმა რომანმა კიდევ ერთხელ ჩათვალა საჭიროდ, წერილით მიემართა "დინამოს" ფანკლუბ "გლადიატორების" წევრებისათვის, სადაც მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას დატოვებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე ილაპარაკა.

"უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ჯანმრთელობა, ბედნიერება და ჩვენი საყვარელი გუნდის წარმატებები გისურვოთ.

მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ყურადღებით ვეცნობი თქვენს ვებ-გვერდს. მახარებს, რომ "დინამო" ჩემი და თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ერთად ვიამაყებთ ჩვენი გუნდის დიდი გამარჯვებებით. თქვენ კარგად იცით, რომ ბევრი რამ კეთდება და მომავალშიც არაფერს დავიშურებ დასახული მიზნის მისაღწევად. ისიც მინდა ნათლად იცოდეთ, რომ მიუხედავად მიუღებელი შედეგისა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ალექს გარსიას დატოვება ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა.

გარსიას ხელში, ჩვენი გუნდი ცდილობს იმ ფეხბურთის თამაშს, რასაც, ვფიქრობ "დინამო" უნდა თამაშობდეს. ვიმედოვნებ, რომ მალე ეს თამაში სასურველ შედეგსაც მოიტანს.

ალექს გარსიას "დინამოში" მოსვლის პირველივე დღიდან, მას ყველა პირობას ვუქმნიდი, საკუთარი და გუნდის პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად. ასე იქნება მომავალშიც. ალექს გარსია "დინამოს" მთავარი მწვრთნელია და მისი ჩაძირვა, არავის შეუძლია, თავად ალექს გარსიას გარდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გარსია კი არაა სუსტი, ზესტაფონია მაგარი, მერანიც მაგარია და საერთოდ მაგრები ვართ ქართველები.


რატომ უნდა ითამაშოს დინამომ ბარსას ფეხბურთი, და მაგათმა ნაჩუქარმა ასაკობრივმა მწვრთნელმა აგვიშენოს ნომერ პირველი ქართული გუნდი?

ჩანაფიქრი ტკბილია, მაგრამ ასე მგონია გარსია ვერ გაამართლებს, ქართველი მწვრთნელების წინააღმდეგ გაუჭირდება. კაი კაცია მაგრამ..
kartvelonia
04:12 27-12-2011
0
რას ბოდავს ეს კაცი რის ჩაძირვა რა ჩაძირვაზეა ლაპარაკი, როცა შედეგი სახეზეა, ვირთხებო არ გაძეხით
nika
10:19 27-12-2011
0

სიახლეები პოპულარული