"ბენდელას თასზე" "სამედიცინო" ლიდერობს

AutoSharing Option
საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედნებზე გრძელდება ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი "ბენდელას თასის" გათამაშება.

ბავშვთა გუნდებში თასს 2000 წელს დაბადებულები გაითამაშებენ. 14 გუნდი ოთხ ჯგუფად იყო განაწილებული, მეოთხედფინალში ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გავიდა, გუშინ კი ნახევარფინალისტები გაირკვა:

დინამო (თბ)-გორი 6:0
ტორპედო-ოლიმპის აკადემია 2:0
გაგრა-ჩემპიონი 0:2
საბურთალო-ადელი 1:1 (1:3 პენ)

ყველაზე დაძაბული ეს უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა, გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა - ბათუმელებმა საჯარიმოები უკეთ შეასრულეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალისტების ვინაობა დღეს გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ერთი ნახევარფინალური წყვილი ქართული "ელ კლასიკოს" მინივარიანტია:

დინამო-ტორპედო 13:00
ჩემპიონი-ადელი
14:00

ფინალსა და მატჩს მე-3 ადგილისთვის 28 დეკემბერს "ბენდელას" სტადიონი უმასპინძლებს.

* * *
უფროსების "ბენდელაზე" კი 6 მონაწილეა, აქედან ორი გათამაშებაში მოგვიანებით ჩაერთო. გუნდები წრიული სისტემით თამაშობენ, ფინალში კი პირველ-მეორეადგილოსნები ითამაშებენ.

უკვე გაიმართა 4 ტური: გუშინ გადადებულ შეხვედრაში თსუ-მ "კავკასია" 6:0 დაამარცხა, შემდეგ კი "ბასკიც" ზედ მიაყოლა (3:2).

ჯერჯერობით ლიდერობს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც გუშინ "კავკასიას" 2:0 მოუგო. ძალზე დაძაბულად წარიმართა სეუ-სა და "ვიკინგის" შეხვედრა.

"ვიკინგები" ტურნირის იმედგაცრუების პრიზს იმსახურებენ, არადა, მათ განაცხადში იყვნენ გოგიტა გოგუა, გიგა ბეჭვაია (მათ გუშინ არ უთამაშიათ), ზურაბ არზიანი, გიორგი ფოფხაძე, ბექა გოცირიძე, მირზა ბჟალავა, ფარნა კუსრაშვილი.

სეუ-მ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი - მეკარე რევაზ თევდორაძე, დავით თარგამაძე, დავით ოდიკაძე, გიორგი ნავალოვსკი, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი კახელიშვილი, გიორგი ჩივაძე, სერგო ორბელაძე, ლაშა ნოზაძე, შოთა კუბლაშვილი. მათ არნემის ვიტესელები, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი უნდა დამატებოდნენ, მაგრამ გუშინ სეუ-მ მათ გარეშე ითამაშა.

გამარჯვებისთვის "ვიკინგებს" გოცირიძის დუბლი და არზიანის გოლი არ ეყოთ - ისინი კი დაწინაურდნენ, მაგრამ კახელიშვილის ჰეთ თრიქითა და ცხადაძის დუბლით სეუ-მ 5:3 გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გადავიდა და ფინალში გასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

თსუ-კავკასია 6:0
თსუ-ბასკი 3:2
სამედიცინო-კავკასია 2:0
ვიკინგი-სეუ 3:5

გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სამედიცინო 4 3 1 0 15-5 10
2. სეუ 4 4 0 1 12-7 9
3. თსუ 4 3 0 1 11-6 9
4. ვიკინგი 4 1 0 4 8-15 3
5. კავკასია 4 1 0 4 4-14 3
6. ბასკი 4 0 1 4 6-8 1

ფინალისტები დღეს გამოვლინდებიან, უმნიშვნელოვანესი იქნება ლიდერების, "სამედიცინოსა" და სეუ-ს მატჩი - "ვიკინგთან" თსუ-ს გამარჯვების შემთხვევაში ფრე არც ერთს აძლევს ხელს.

სამედიცინო-სეუ 16:00
ბასკი-კავკასია 17:00
თსუ-ვიკინგი 18:00


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული