დაიყაბულებს "ზესტაფონი" მალხაზ ასათიანს?

AutoSharing Option
დიდი ხანია, ჩვენი ფეხბურთის ლიდერებს, "ზესტაფონს", თბილისის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" უგუნდოდ დარჩენილი მალხაზ ასათიანის გადაბირება სურთ.

მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ლიდერმა სამივე კლუბი უარით გაისტუმრა - საქართველოში თამაში არ სურდა და ლაპარაკი პირობების დაკონკრეტებამდეც არ მისულა.

თუმცა ქართულ საფეხბურთო კულუარებში გაჩნდა ცნობა, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ასათიანთან დღემდე აწარმოებს მოლაპარაკებას. მეტიც, "ზესტაფონის" თავკაცმა ასათიანი დალაპარაკებაზე დაითანხმა და მალხაზის დამატების იმედი გაუჩნდა.

სურვილი ერთია, თანაც საკმაოდ დიდი და არა მხოლოდ "ზესტაფონის" და
მისი გულშემატკივრებისა - ასათიანის მოედანზე დაბრუნებას მთელი საქართველო ნატრობს, მაგრამ ეს ჯერ მოლაპარაკების პროცესია და, ცხადია, გუნდი დაუსრულებელი მოლაპარაკების აფიშირებას ერიდება.

ფეხბურთელის საბოლოო პასუხი მალე გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
ასათიანი თუ საქართველოში გადაწყვეტს თამაშს და ეს გუნდი ტორპედო არ იქნება ჩემი აზრით ქუთაისელ გულსჰემატკივარს ძალიან გაანაწყენებს:(
lasha
13:32 27-12-2011
0
lasha
არ გეწყინოს,მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ძალიან გასაკვირ რაღაცას წერ, გულშემატკივრისთვის მითუმეტეს
kapo
13:36 27-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული