დაიყაბულებს "ზესტაფონი" მალხაზ ასათიანს?

AutoSharing Option
დიდი ხანია, ჩვენი ფეხბურთის ლიდერებს, "ზესტაფონს", თბილისის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" უგუნდოდ დარჩენილი მალხაზ ასათიანის გადაბირება სურთ.

მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ლიდერმა სამივე კლუბი უარით გაისტუმრა - საქართველოში თამაში არ სურდა და ლაპარაკი პირობების დაკონკრეტებამდეც არ მისულა.

თუმცა ქართულ საფეხბურთო კულუარებში გაჩნდა ცნობა, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ასათიანთან დღემდე აწარმოებს მოლაპარაკებას. მეტიც, "ზესტაფონის" თავკაცმა ასათიანი დალაპარაკებაზე დაითანხმა და მალხაზის დამატების იმედი გაუჩნდა.

სურვილი ერთია, თანაც საკმაოდ დიდი და არა მხოლოდ "ზესტაფონის" და
მისი გულშემატკივრებისა - ასათიანის მოედანზე დაბრუნებას მთელი საქართველო ნატრობს, მაგრამ ეს ჯერ მოლაპარაკების პროცესია და, ცხადია, გუნდი დაუსრულებელი მოლაპარაკების აფიშირებას ერიდება.

ფეხბურთელის საბოლოო პასუხი მალე გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
რეალურად სჰეხედეთ სიტუაციას ტორპედო და ვისოლი რა თანხაც ასათიანს შჰირდება ასი წელი არ გადაიხდიან ეტყობა მაგათ შესყიდევბს და შეკრებას თურქეთში .რომც გავიდნენ საპრიზოზე ერთ ტურს თუ გაივლიან ეგეც რეკორდია! რაცშეეხება ზესტაფონს ეგ არის ყველაზე რეალურად ჯგუფის ახლოს ასე რომ ასათიანის გამოცდილება თU რათკმა უნდა თვითონ ისურვებს და უნდა საერთოდ ფეხბურთის თამაში ამ ეტაპზე ზესტაფონს და ქართულ ფეხბურთს წაადგება!!
mesi
11:59 28-12-2011
0
ბევრმა არ იცის ალბათ, რომ ტორპედოს მფლობელი ფხაკაძეები ზესტაფონელები არიან,მაგრამ ისინი ზესტაფონში "მოღალატეებად" არ გამოუცხადებიათ. ყველასგაეხარდა რომ გუნდს პატრონი გამოუჩნდა
kapo
11:18 28-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული