"გაგრას" ოთხივე მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს საფეხურთო კლუბი "გაგრა" საწვრთნელ შეკრებას ანთალიაში გაატარებს. შეკრების დროს გაგრელები სპარინგ მატჩებს გამართავენ.

27 იანვარს "გაგრა" "სიბირს" შეხვდება, 30 იანვარს "ირტიშს" დაუპირისპირდება, ხოლო 3 თებერვალს მისი მეტოქე ყარაგანდის "შახტიორი" იქნება.

ასევე გაირკვა მეოთხე სპარინგ-პარტნიორი. გაგრელები პოლონეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდ "ბიტოვია ბიტოვს" შეხვდებიან.

პოლონურ გუნდთან მატჩი 6 თებერვალს შედგება, რის შემდეგაც "გაგრა" საქართველოში დაბრუნდება.

მომზადებულია fcgagra.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული