სფფ-მ 2011 წელს გაწეული სამუშაო შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2011 წლის მუშაობა შეაჯამა. წლის შემაჯამებელი ღონისძიება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინეს, მათ შორის - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციის მიმდინარეობის, სანაკრებო საწვრთნელი ბაზის, "ბასა"-ს და ლაგოდეხის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქციის ანგარიშები.

ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, მომავალი წლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. ამასთან, სიჭინავა 2012 წლის მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ნაკრებისა და შიდა ჩემპიონატების გაძლიერებას ასახელებს.

რაც შეეხება 2011 წელს, მიმდინარე წლის მთავარ წარმატებად სიჭინავა 17
და 19 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასვლა დასახელდა.

ფეხბურთის ფედერაციამ დღეს მედიის წარმომადგენლებიც დააჯილდოვა. 4 სპორტულ ჟურნალისტს, მათ შორის გაზეთ "ლელოს" წარმომადგენელ მერაბ მამულაშვილს, სამახსოვრო პრიზები აქტიური და ობიექტური გაშუქებისთვის გადაეცა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მხოლოდ ბატონ მერაბს მივმართავ! ნუთუ ასე ძვირად ღირებულია ის პრიზები რომელიც გადმოგეცათ,რომ უარი თქვათ სინამდვილის გამოაშკარევებაზე თუ არა რაღაც ისეთის დაწერაზე მაინც,რაც ცოტათი მაინც სინამდვილეს შეეფერება. მახსოვს მერაბ ჟორდანიას და მინისტრ თარგამაძის მიერ კალაძის ტრანსფერისა და სხვა მაქინაციების გამო გამართულ აქციაზე მხოლოდ თქვენი თანადგმა(ყველას ფეხებზე ეკიდა, მაგრამ თქვენ იქ იყავით, და დღესაც ბურუსითაა მოცული ყოველივე).ახლა კი ამ ვაი ქართული ფეხბურთის კეთილმოსურნეებისაგან პრიზებსაც კი იღებთ. ნუთუ ყველათერი იყიდება?...დაამტკიცეთ რომ არა და დაწერეთ რომ არა, უარი თქვით ამ უაზრო პრიზებზე(რაც მატერიარულად არ დაგაზარალებთ:)))/ და დაწერეთ რას ფიქრობთ ქართულ ფეხბურთზე ალალად, გულიანად, როგორც შეგიძლიათ, ვერავინ შეგედრებათ როცა გსურთ! დაწერეთ რას ფიქრობთ ქეცბაიაზე, მის ურთიერთობებზე ფეხბურთელებთან და მის სათამაშო სტილზე, მოკლედ ყველაფერზე, რაც გტკივათ... არადა ხომ ვიცი რომ ნაღდად გტკივათ...ნუ დაჩმორდებით ბატონო მერაბ...ითავეთ რაღაც სასიკეთო და მერწმუნეთ მარტო არ იქნებით!
Jigaro
23:23 27-12-2011
0

სიახლეები პოპულარული