"ტორპედო" ოთხეულსაც დაემშვიდობა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დაპირებული ცვლილებების განხორციელება დაიწყო.

როგორც შევიტყვეთ, თენგიზ ჩიკვილაძის შემდეგ გუნდს კიდევ ოთხი ფეხბურთელი დაემშვიდობა - მცველები, დაჩი ფოფხაძე და სევასტი თოდუა (სევასტი გუნდის კაპიტანი იყო), ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე და თავდამსხმელი გია მეგრელაძე.

"ტორპედოში" ამ ცვლილებებზე ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებიათ, მაგრამ გადამოწმებისას ინფორმაცია არ უარყვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული