ბარქაია-დათუნაშვილის ტურნირი

AutoSharing Option
ღვაწლმოსილი ფეხბურთელების დაფასება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ზაურ ფხალაძე, მწვრთნელი ვახტანგ ბაქანიძე) ტრადიციად იქცა.

ამ დღეებში 10 გუნდის მონაწილეობით უნივერსიტეტმა საფუძველი ჩაუყარა ვლადიმერ ბარქაიასა და ილია დათუნაშვილის სახელობის ტურნირს.

პირველი გათამაშების ფინალურ შეხვედრას, რომელშიც "ზევსმა" 5:2 მოუგო "რეაბილიტაციას", ბარქაიასა და დათუნაშვილის გარდა ესწრებოდნენ ვეტერან ფეხბურთელთა ფონდის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია (ფონდმა დააწესა ყველა პრიზი), მურთაზ ხურცილავა და ცნობილი ვეტერანი სპორტული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე.

მესამე ადგილზე გავიდა "რეკორდი", რომელმაც 6:5 მოუგო "მედიცინას". გამორჩეულთათვის
განკუთვნილი სპეციალური პრიზები გადაეცათ: მეკარის - გიორგი ლოლუას, მცველის - ავთანდილ თელიას, თავდამსხმელის - გიგა წეროძეს, ბომბარდირის (13 გოლი) - ზვიად ბლიაძეს, ტექნიკური ფეხბურთელის - გიორგი ჭუმბურიძეს, საუკეთესო ფეხბურთელის - სანდრო ბაკურაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული