საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო არბიტრი ანატოლი მილჩენკო გარდაიცვალა

AutoSharing Option
გარდაიცვალა ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის (ფიფა) არბიტრი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო არბიტრი ანატოლი მილჩენკო.

ანატოლი მილჩენკო დღეს საკუთარ სახლში, ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა.

ანატოლი მილჩენკო ქალაქ ბორჯომში 1938 წლის 26 მარტს დაიბადა. თამაშობდა ბორჯომის, თბილისისა და სოხუმის საფეხბურთო კლუბებში, 60-იანი წლებიდან კი - არბიტრად. 70-80-იან წლებში 14-ჯერ შედიოდა საბჭოთა კავშირის 10 საუკეთესო არბიტრთა შორის. 1976 წლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის ფიფა არბირტრი იყო; არა ერთი მატჩი იმსაჯა მსოფლიოსა და და ევროპის ჩემპიონთა შესარჩევ ტურნირებში.

ნამსაჯი აქვს მატჩები ბეკენბაუერის, კრუიფის, მარადონას, ლინეკერისა და მსოფლიოს
სხვა ვარსკვლავთა მონაწილეობით. იგი საბჭოთა კავშირის მსაჯთაგან მეორე იყო (პირველი ნიკოლაი ნატიშევი), ვინც "უემბლის" სტადიონზე მატჩი მთავარი მსაჯის სტატუსში ჩაატარა.

1994-1998 წლებში ანატოლი მილჩენკო უკრაინაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. 1998-2005 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა.

2000 წელს იგი მე-20 საუკუნის საუკეთესო არბიტრად აღიარეს. 2005-2010 წლებში საქართველოს ორგზის ჩემპიონის, თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" სპორტულ დირექტორად მუშაობდა. 2010 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს ფედერაციაში ახალგაზრდა არბიტრთა მომზადების მენეჯერად მუშაობდა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აცხონოს ღმერთმა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული