"ტორპედომ" ოთხეულის წასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც "ლელომ" გუშინ შემოგთავაზათ: ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბმა კონტრაქტები გაუუქმა დაჩი ფოფხაძეს, სევასტი თოდუას, დავით ბოლქვაძესა და გია მეგრელაძეს.

27 წლის მარჯვენა მცველი ფოფხაძე "ტორპედოში" 2010 წლის აგვისტოში ჩაირიცხა და 60 მატჩი ჩაატარა, რაც მხოლოდ "ტორპედოს" ყოფილ კაპიტან თოდუას მაჩვენებელს ჩამოუვარდება - 35 წლის ცენტრალურმა მცველმა 61 მატჩი გამართა, აქედან უმეტესწილად გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაჰყავდა.

31 წლის ბოლქვაძემ "ტორპედოში" სულ 20 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, 33 წლის ფორვარდმა მეგრელაძემ კი ჩემპიონატსა და
თასზე 31 მატჩი ითამაშა და 12 გოლი მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული