აღნიშნული ტურნირი 22-დან 28 იანვრამდე გასტანს. ცნობილია დინამოელთა მეტოქეებიც: კიევის "დინამო" (უკრაინა), "იანგ ბოიზი" (შვეიცარია), "სტრიომსგოდსეტი" (ნორვეგია), "ეკრანასი" (ლიტვა), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "გუანჩჟოუ" (ჩინეთი) და კიდევ ერთი რუმინული კლუბი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
აქვე გეტყვით, რომ ჩინური კლუბი "გუანჩჟოუ" ლონდონის "ჩელსის" ფორვარდის დიდიე დროგბას გადაბირებას ცდილობს.
ტურნირის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მატჩების ტელე-ტრანსლირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება.