მიუხედავად იმისა, რომ სეუ ძლიერი მეტოქე იყო (მის რიგებში გამოდიოდნენ რევაზ თევდორაძე, დავით ოდიკაძე, გიორგი ნავალოვსკი, სერგი ორბელაძე, გიორგი ჩივაძე, გიორგი კახელიშვილი, შოთა კუბლაშვილი, დავით გოგოლაძე, გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია), თსუ პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა - თეზი ბარამიძის დუბლს კახა მაისაიამ მესამე გოლიც დაურთო.
მეორე ტაიმში სეუ გამოცოცხლდა, ანგარიში ჯერ ჩივაძემ შეამცირა, მერე კაშიამ, სეუ-ს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა და ბოლო
საბოლოოდ, თსუ-მ 3:2 გაიმარჯვა და "ბენდელას თასს" დაეუფლა. ტურნირის ორგანიზატორებმა, ძმებმა ქართლოს და კახა ჭუმბურიძეებმა, თბილისის ფედერაციამ და "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" საუკეთესოები დააჯილდოვეს:
საუკეთესო მეკარე - თორნიკე ბუკია (თსუ).
საუკეთესო მცველი, ლევან ჟორდანიას ფონდის პრიზი - შოთა კუბლაშვილი (სეუ).
საუკეთესო ნახევარმცველი - თეზი ბარამიძე (თსუ).
საუკეთესო თავდამსხმელი - გურამ კაშია (სეუ).
საუკეთესო ფეხბურთელი - კახა მაისაია (თსუ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"