სამი სიონელი "ტორპედოში"

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა - ნახევარმცველებმა, გიორგი ქუცურუამ, ვალერი ბოლქვაძემ და თავდამსხმელმა, გიორგი რეხვიაშვილმა.

შევიტყვეთ, რომ სამივეს ქუთაისის "ტორპედოში" იწვევენ და, სავარაუდოდ, კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

სამივე საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ კარიერა ვერ აიწყვეს. ცხადია, "ტორპედოში" თამაში მათთვის ნიჭის გამოვლენის მშვენიერი შანსი იქნება.

ქუცურუა 25 წლისაა, ქუთაისელთა ამჟამინდელ თავკაცთან გია გეგუჩაძესთან თბილისის "დინამოში" თამაშობდა. ის წლეულს "სიონის" ერთ-ერთი ლიდერია.

ბოლქვაძეც დინამოელი იყო და კახა ცხადაძე ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდა. შარშან ცხინვალის "სპარტაკში" კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ გაუშვეს. 23 წლის პლეიმეიკერსაც უვარჯიშია
გეგუჩაძის ხელმძღვანელობით.

რეხვიაშვილი 25 წლისაა. ექვსი წლის წინ სერია C-ის კლუბშიც ირიცხებოდა და კარიერის აწყობას იტალიაში ცდილობდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედომ" "სიონიდან" უკვე დაიბრუნა იჯარით გაშვებული ლაშა კემუხტაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული