გულშემატკივარმა კახა კალაძე აღიარა

AutoSharing Option
"მსოფლიოს სპორტის" გამოკითხვაში გულშემატკივრებმა 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კახა კალაძე დაასახელეს. კუთვნილი თასი ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა გამოცემის რედაქციაში მიიღო.

გამოკითხვა უკვე ექვსი წელია ტარდება, წლეულს მასში 1521-მა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 718-მა პირველ ნომრად კალაძე დაასახელა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯილდოვდება არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ მისი პირველი მწვრთნელიც. კალაძის აღმზრდელი ვანო ყურულაშვილი "მსოფლიო სპორტისგან" 2012 წელს ყოველთვიურ 150-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

"დიდი მადლობა ქართველ ქომაგებს და "მსოფლიო სპორტს" ამ თასისა და აღიარებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმ დროს,
როდესაც სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ამ გამოკითხვით ქართველმა გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩემი მხარდაჭერა.

მართალია, ნაკრებიდან წავედი, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ საქართველოდან და ქართული ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა კალაძემ, რედაქციას საჩუქრად "ჯენოას" 13-ნომრიანი მაისური გადასცა და ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მოგვილოცა.

ყოველთვიური 100-ლარიანი სტიპენდია გადაეცემათ გამოკითხვაში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული დავით თარგამაძისა (474 ხმა) და ჯაბა დვალის (168 ხმა) პირველ დამრიგებლებს - ავთანდილ ნადირაშვილსა და გია მაისურაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული