"ტორპედოს" რიგებში სამი ახალწვეულია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" რიგები სამი ფეხბურთელით შეივსო. ყველა მოთამაშე ბოლნისის "სიონის" ყოფილი ფეხბურთელია. ესენი არიან:

23 წლის ნახევარმცველი ვალერი ბოლქვაძე, რომელმაც კარიერა ძირითადად ორ ქართულ გუნდში გაატარა. მან 2010-2011 წლებში ცხინვალის "სპარტაკში" 21 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე ჩემპიონატის გასულ ეტაპზე ზემოთ ხსენებულ ქვემო ქართლურ გუნდში 10 შეხვედრა გამართა.

მეორე ახალწვეული - გიორგი რეხვიაშვილია, 25 წლის ფორვარდი აქამდე მხოლოდ ბოლნისურ გუნდში გამოდიოდა, რომელშიც 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება მესამე ახალწვეულს, იგი ნახევარმცველი - გიორგი ქუცურუა გახლავთ. 25
წლის ფეხბურთელმა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის განვლილ ნახევარში "სიონში" ასპარეზობისას 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, მან სათასო შეხვედრაშიც შეძლო მეტოქეს კარის აღება.

ფეხბურთელის კარიერაში სხვა გუნდებიც შედის: 2007-2008 წლებში - თბილისის "ლოკომიტივი", 2008-2009 წლებში - ზუგდიდის "მგლები" და 2008-2009 წლებში - რუსთავის "ოლიმპი".

სამივე მათგანმა ქუთაისის "ტორპედოსთან"  5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ შენაძენით დასტურდება რომ ვისოლს შორი გეგმები აქვთ 5 წლიანი ასერომ დიდ გაბრწყინებას ტორპედოდან ნუ ელით. თუ ძალიან არ შერცხვენ ევროპაზე მადლობა თქვით/
mesi
17:12 03-01-2012
0
ტორპედო ამ სამეულით დაიპყრობს ევროპას...D D D
negredo
18:10 03-01-2012
0

სიახლეები პოპულარული