ნიკა დაუშვილის, ფრიდოლინ ბოიომოს, გიორგი ციმაკურიძის, გიორგი სეფიაშვილის, გიორგი ალავიძის, გაგა თიბილაშვილის, კობა შალამბერიძის, რეზო ჯიქიასა და ზვიად მეტრეველის ტრანსფერზე დაყენებისთანავე ოფიციალურად გაცხადდა, რომ ახალი ფეხბურთელების დასამატებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.
მოკლედ, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და პირველი შედეგიც უკვე სახეზეა. "სპარტაკს" უკვე სამი ახალწვეული ჰყავს და სამივე თბილისის "დინამოდან".
კლუბის პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი, კლუბის იურისტთან და ლიცენზირების მენეჯერ გიორგი აღდგომელაძესთან ერთად,
"სპარტაკის" ხელმძღვანელებს საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ და გუნდის უფროსმა გია იმნაძემ, ბაზის დირექტორმა ვიტალი გულორდავამ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს ბაზის სავარჯიშო, საცხოვრებელი კომპლექსი და სხვა სექტორები დაათვალიერებინეს, შემდეგ კი ახალი ფეხბურთელების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კონტრაქტზე ხელმოწერით დაგვირგვინდა.
მეკარე გიორგი ნადირაძე და თავდამსხმელები, კონსტანტინე გაბაშვილი და ლაშა ჩაფიძე უკვე სპარტაკელები არიან. გიორგი ნადირაძემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2013 წლის 1 იანვრამდე "სპარტაკის" უფლებებშია, კონსტანტინე გაბაშვილი და ლაშა ჩაფიძე კი იჯარის (განათხოვრების) წესით მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 2012 წლის 1 ივნისამდე "სპარტაკში" ირიცხებიან.
დაბოლოს, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ცხინვალის "სპარტაკი" ოთხშაბათს, 4 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით მდებარე "საბურთალოს" სტადიონზე განაახლებს.
fcspartak.ge