"ბაიას" ლიდერები დააკლდა

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაია" კაპიტანმა გიორგი სომხიშვილმა დატოვა. 31 წლის მეკარე გუნდს ჩემპიონატის დაწყებისას შეუერთდა, სეზონისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხა, თუმცა ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ჩინებულად ჩაატარა და "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებსაც გაუშინაურდა.

სომხიშვილი "ბაიას" ნამდვილი ლიდერი იყო, მოედანზე მწვრთნელს თანაშემწეობას უწევდა და თუ "ბაიას" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი აქვს, ამაში გიორგის დამსახურებაცაა.

გუნდს მასთან განშორება არ სურდა, მაგრამ "ბაიაში" ჯერაც გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობაა და გაცლა ამჯობინა. შევიტყვეთ, რომ გიორგის უმაღლესი ლიგის ორი კლუბი იწვევს.

"ბაიას" დატოვება სურს ნიკა აფაქიძესაც. მასაც ქართული
კლუბები იწვევენ - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის მცველმა შემოდგომაზე თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ აფაქიძე კარიერის გაგრძელებას ევროპაში იმედოვნებს და ჯერ აქაურ გუნდში გადასვლისგან თავს იკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული