"27 დეკემბერს ცხინვალის "სპარტაკი" აზერბაიჯანში თაუზის "თურანთან" ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა. თაუზელთა მთავარ მწვრთნელ ასკერ აბდულაევს სწორედ იმ შეხვედრაში მოეწონა ქართველი ფეხბურთელები, 26 წლის მგელაძე და 22 წლის შონია", - იუწყება "ექსტრა ტაიმი".
ინფორმაციაში ერთი რამ გვეუცნაურა - მგელაძე ბოლო დროს არა "სპარტაკში", არამედ ზუგდიდის "ბაიაში" თამაშობდა, ცხინვალელთა რიგებში ის მანამდე გამოდიოდა, თანაც, აზერბაიჯანში "სპარტაკის" დუბლშემადგენლობამ ითამაშა.
"ცხინვალელთა გუნდში
იქნებ მგელაძე "სპარტაკს" დაუბრუნდა? ფეხბურთელი ინფორმაციამ გააოცა:
"ზუგდიდის "ბაიასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და არა მგონია, დავრჩე, თუმცა "სპარტაკში" ნამდვილად არ დავბრუნებულვარ და არც აზერბაიჯანიდან დამკავშირებიან. ეტყობა, ძველი ინფორმაცია აქვთ: "თურანი" საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ჩემი და მეკარე გიორგი სომხიშვილის მიწვევა სურდათ. გასინჯვაზეც ვიყავით, მწვრთნელს მოვეწონეთ და დარჩენა შემოგვთავაზეს, მაგრამ აზერბაიჯანში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო ვერ გადავედით. ზამთარში კი არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა".
"27 დეკემბერს თაუზში არ მითამაშია და პირადადაც არავინ დამკავშირებია. რაც მთავრია, მე ჯერ 21 წლის ვარ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მითამაშია, ალბათ, დღემდე კანდიდატად ვითვლები და ამ ასაკში აზერბაიჯანში თამაში ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის", - გვითხრა შონიამ.
აზერბაიჯანელი კოლეგების ადრინდელი უცნაური ცნობებიც გვახსოვს და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. ზუსტად ასე უცნაურად შეფუთეს დავით თარგამაძის ტრანსფერის ამბავიც: დონეცკის "შახტარში" აზერბაიჯანელი რუსლან ზეინალოვის თანაგუნდელი გადავიდაო - რა შუაში ზეინალოვი, რომელიც "ოლექსანდრიას" ძირითადშიც იშვიათად ხდება?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"