შონია და მგელაძე აზერბაიჯანს უარყოფენ

AutoSharing Option
აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა "ექსტრა ტაიმი" იუწყება, რომ ცხინვალის "სპარტაკის" კაპიტანმა, საყრდენმა თემურ შონიამ და ცენტრალურმა მცველმა ნიკა მგელაძემ, შესაძლოა, თამაში აზერბაიჯანში გააგრძელონ.

"27 დეკემბერს ცხინვალის "სპარტაკი" აზერბაიჯანში თაუზის "თურანთან" ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა. თაუზელთა მთავარ მწვრთნელ ასკერ აბდულაევს სწორედ იმ შეხვედრაში მოეწონა ქართველი ფეხბურთელები, 26 წლის მგელაძე და 22 წლის შონია", - იუწყება "ექსტრა ტაიმი".

ინფორმაციაში ერთი რამ გვეუცნაურა - მგელაძე ბოლო დროს არა "სპარტაკში", არამედ ზუგდიდის "ბაიაში" თამაშობდა, ცხინვალელთა რიგებში ის მანამდე გამოდიოდა, თანაც, აზერბაიჯანში "სპარტაკის" დუბლშემადგენლობამ ითამაშა.

"ცხინვალელთა გუნდში
გამორჩული იყო შემტევი ნახევარმცველი ერეკლე ხაჭვანი და აზერბაიჯანელები მისი მონაცემებით დაინტერესდნენ. მოჰყვება თუ არა ამ ინტერესს გაგრძლება, ამას მომავალი გვიჩვენებს", - იუწყებოდა ცხინვალელთა ვებგვერდი. შონიასა და მგელაძეზე კი არაფერი თქმულა.

იქნებ მგელაძე "სპარტაკს" დაუბრუნდა? ფეხბურთელი ინფორმაციამ გააოცა:

"ზუგდიდის "ბაიასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და არა მგონია, დავრჩე, თუმცა "სპარტაკში" ნამდვილად არ დავბრუნებულვარ და არც აზერბაიჯანიდან დამკავშირებიან. ეტყობა, ძველი ინფორმაცია აქვთ: "თურანი" საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ჩემი და მეკარე გიორგი სომხიშვილის მიწვევა სურდათ. გასინჯვაზეც ვიყავით, მწვრთნელს მოვეწონეთ და დარჩენა შემოგვთავაზეს, მაგრამ აზერბაიჯანში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო ვერ გადავედით. ზამთარში კი არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა".

"27 დეკემბერს თაუზში არ მითამაშია და პირადადაც არავინ დამკავშირებია. რაც მთავრია, მე ჯერ 21 წლის ვარ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მითამაშია, ალბათ, დღემდე კანდიდატად ვითვლები და ამ ასაკში აზერბაიჯანში თამაში ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის", - გვითხრა შონიამ.

აზერბაიჯანელი კოლეგების ადრინდელი უცნაური ცნობებიც გვახსოვს და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. ზუსტად ასე უცნაურად შეფუთეს დავით თარგამაძის ტრანსფერის ამბავიც: დონეცკის "შახტარში" აზერბაიჯანელი რუსლან ზეინალოვის თანაგუნდელი გადავიდაო - რა შუაში ზეინალოვი, რომელიც "ოლექსანდრიას" ძირითადშიც იშვიათად ხდება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ ამათ თავი ფეხბურთელები გონიათ ფუუუუუ
ნდდ
10:52 15-06-2014
0
აზერბაიჯანს რაც არუნდა პროგრესი ქონდეს ფეხბურთში აი ძაან მიტყდება ქართველებს უკვე საოცნებო რო აქვთ მაგათ ჩემპიონატში თამაში, მრცხვენია რო ესეთ დაბალ დონეზე დავეშვით.
zura
11:08 15-06-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული