გულვერდ თომაშვილი: ვეცდებით სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციები დავიბრუნოთ

AutoSharing Option
საახალწლო-სადღესასწაულო დღეების შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ოფიცილაურ ვებ-გვერდზე გულვერდ თომაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა.

თომაშვილი დინამოელთა ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელია. 24 წლის მცველმა ინდივიდუალური ვარჯიში უკვე განაახლა და სეზონის მეორე ნახევარს იმედიანად უყურებს.


გულვერდ თომაშვილი:"ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ვხვდები. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა სხვაგან შევხვედროდი. თორმეტი საათის შემდეგ კი, ახალი წლის დადგომა მეგობრებთან ერთად ავღნიშნე.

გურამ კაშია, მათე ვაწაძე და ჩვენი დინამოელები ერთად გავერთეთ. ზედიზედ მესამე წელია მეკვლედ ლევან ხმალაძე მყავს. არ ვუჩივი მის ფეხს, კარგად დავცადე.

უკვე გადაიარა საახალწლო დღეებმა და
მეც ჩვეულებრივად ინდივიდუალური ვარჯიში განვაახლე. 9-ში კი, გუნდი შეიკრიბება და სეზონისთვის მზადებაც დაიწყება. ვეცდებით, მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და სატურნირო ცხრილშიც ლიდერის პოზიციები დავიბრუნოთ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული