უპრეცენდენტო ამნისტია ქართულ ფეხბურთში

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ 2011 წლის 10 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით უმკაცრესად დაისაჯა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში მოასპარეზე, კორუფციულ გარიგებებში მონაწილე და ფულად მაქინაციებში ეჭვმიტანილი 5 ფეხბურთელი.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, გიგა ბეჭვაიას ("ვიტ ჯორჯია"), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე "ბაია"), სპარტაკ გოგიას და კახა კირთაძეს (ორივე "სამტრედია") სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ და აეკრძალათ ნებისმიერი სახის საფეხბურთო საქმიანობა.

უკანასკნელი თვეების მანძილზე, სფფ-მ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის გაუმჯობესებისათვის არაერთი ნაბიჯი გადადგა.

უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სამსაჯო პროგრამის ამუშავება, რომელმაც ქართული სამსაჯო კორპუსის სრული
გაჯანმრთელება გამოიწვია.

საფეხბურთო კლუბებსა და მსაჯთა კორპუსს შორის ჯანსაღი ურთიერთობები ჩამოყალიბდა და განსხვავებით გასული სეზონებისგან, როცა კლუბების ხელმძღვანელები არასამართლიან, მიკერძოებულ მსაჯობას უჩიოდნენ, 2011-2012 წლის საფეხბურთო სეზონი მთლიანად თავისუფალია მსგავსი არასაფეხბურთო მიდგომებისაგან. შეიცვალა ფეხბურთელებსა და მსაჯებს შორის ურთიერთობებიც, რაც მეტად მისასალმებელია.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მაისში სფფ-ის მიერ მიღებულმა უმკაცრესმა გადაწყვეტილებამ, გარკვეულწილად სამაგალითო ხასიათი მიიღო და დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭეშმარიტად სპორტულ პრინციპებზე დამყარებული შეჯიბრებაა და არა გაურკვეველი წარმომავლობისა და ინტერესების მქონე კრიმინალებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქცეული ტურნირი.

ვინაიდან, ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებული ქართველი ფეხბურთელები, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელები არიან და მათი უმთავრესი დანიშნულება ფეხბურთისათვის სამსახურია, დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მიეცეს მეორე შანსი და უფლება - გიგა ბეჭვაიას ("ვიტ ჯორჯია"), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე "ბაია"), სპარტაკ გოგიას და კახა კირთაძეს (ორივე "სამტრედია") დაუბრუნდნენ საფეხბურთო საქმიანობას.

ამ ფეხბურთელთაგან, ზოგიერთმა მთელი შეგნებული ცხოვრება ფეხბურთს შესწირა; ნაწილი, კი სწორედ ახლა იწყებდა საფეხბურთო კარიერას, რაც განსაკუთრებით ამძიმებდა საფეხბურთო ოჯახიდან მათი მოკვეთის ფაქტს. სწორედ ამიტომ, სფფ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოსცა უპრეცენდენტო ამინისტია.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 15 /
ემცჩნევა კოჭებში ცირკის დირექტორის "სული"
vova
15:16 05-01-2012
0
არ გამიკვირდება, თუ ამათი "ჩაწყობებზე" დაჭერა დადგმული სპექტაკლი იყო. როდის იყო პოლიცია ესე უბრალოდ დაუსჯელად უშვებდა ხალხს. ერთხელ იყო "მოღალატე" ფოტორეპორტიორები რომ გამოუშვეს. ეგეც ფარსი მგონია.
ramo
12:40 05-01-2012
0

სიახლეები პოპულარული