უხერხულია, შენ გერქვას მწვრთნელი

AutoSharing Option
"სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე სეზონში ქომეთიანი ერთხელ უკვე თითქმის გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და მის ადგილზე ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი უნდა დაენიშნათ", - ეს არის ამონარიდი გუშინდელი "ლელოს" წერილიდან, რომელიც ზუგდიდის "ბაიაში" მომხდარ საკადრო ცვლილებას ეხებოდა.

ელგუჯა ქომეთიანის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად გოჩა ტყებუჩავა დანიშნეს, ამონარიდში ნახსენები "ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი" კი ძალიან ცუდი ინციდენტის საბაბი გახდა - ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმაინტერნეტკაზინო ლარივინი, ბადრი კვარაცხელიამ "ნაკლებად წარმატებულ სპეციალისტში" ალბათ საკუთ
არი თავი იგულისხმა, დაურეკა სტატიის ავტორს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რჩევების მიცემა ჟურნალისტის საქმე არ არის, მაგრამ ასეთი საქციელი რომ არავის წაადგება, ვფიქრობთ, საკამათო არ უნდა იყოს. მწვრთნელი ასეთ რამეს რომ იკადრებს, უხერხულია, მას მწვრთნელობა დავაბრალოთ.

ჟურნალისტობა არ არის ადვილი, მით უმეტეს, საქართველოში, ოღონდაც, ჩვენი საფეხბურთო სამყარო ისეთია, ჟურნალისტებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ჩინოვნიკებს ერთმანეთის პატივისცემა ასე თუ ისე წესად აქვთ დადგენილი. ამ ეტიკეტის დაცვა დიდ ნიჭსა და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს არ მოითხოვს, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშეო.

ვინც ასეთ გამონაკლისში მოაქცევს საკუთარ თავს, ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონ იქნება. ვფიქრობთ, არც ერთ მწვრთნელს არ შეშურდება ასეთი ადამიანის.
ქართულ ფეხბურთში რეპუტაციის საკითხი საკმაო ხანს არ იყო აქტუალური, მაგრამ ბოლო დროს ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. იმ კლუბებში, რომლებსაც კერძო სექტორმა მოჰკიდა ხელი, უკვე მნიშვნელობას ანიჭებენ მწვრთნელთა რეპუტაციას, ძველი მენტალიტეტის მქონე ხალხი "ახალ ქართველებს" ვერ მოატყუებს, "ძველებს" უკვე ყველა კარგად იცნობს, თუმცა ზოგ უწყებრივ კლუბში "ძველთა" პოზიციები ჯერაც მყარია.

რა არის ასეთი აგრესიის და, მეტი რომ არ ვთქვათ, ცუდი საქციელის მიზეზი?

კაცს ყველა საქმე წინ დაუხვდება - კარგიც და ცუდიც. ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტი - ეს ისეთი ხელობაა, თუ საქმე ძალიან არ გიყვარს, მხოლოდ ჯამაგირის გამო ვერ იმუშავებ. ამის მიხვედრა მწვრთნელისთვის ძნელი არ უნდა იყოს, ჟურნალისტი მწვრთნელის, ფეხბურთელის და ფეხბურთში მოსაქმე ნებისმიერი ადამიანის პარტნიორი და თანამშრომელია იმ გაგებით, რომ საერთო საქმეს ემსახურებიან. ნუთუ ამის ახსნა საჭირო უნდა იყოს?!

საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც აძლევს მწვრთნელს ლიცენზიას? არის კი ყველა ღირსი სამწვრთნელო ლიცენზიის?

დალაგებულ ქვეყნებში ასეთი რამ ვერ მოხდება და, თუ მაინც მოხდა გამონაკლისი, იქაური "მწვრთნელის" ხვედრს არავის ვუსურვებთ.

უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი შეცდომა, რომელიც მუშაობის, რაღაცის შექმნის დროს მოსდით. ეს ძალიან ცუდი შეცდომაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ მესმის ხალხო, რას წერთ? "სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით"-ო ნათქვამია სტატიაში, ე.ი ბატონ ლევანს არაფერი მოუგონია და არც დაუმატებია, ანუ დაწერა ინფორმაცია, რომელსაც ფლობდა, არც დააკონკრეტა, აქედან გამომდინარე შეურაცხყოფა ჟურნალისტის მხრიდან გამოირიცხა! უბრალოდ ყურადღებით არის საჭირო სტატიის წაკითხვა (იგულისხმება დამრეკავი მწვრთნელი) სანამ შეურაცხყოფაზე გადახვიდოდეთ, თან ასეთი მეთოდი "წარმატებული მწვრთნელის" არაა!
დევიდ აირონს
22:35 05-01-2012
0
ხალხო, სანამ ვინმეს "ვუკბენდეთ", ეგებ მიზეზი გავიგოთ? რა თქმა უნდა, მედია უნდა იყოს თავისუფალი და საერთოდ უნდა იყოს სიტყვის (თუ ხმის) თავისუფლება! მაგრამ სანამ, მართალი სიტყვის გამო, ან ერთი ფოტოს გამო არსებობს იმის საფრთხე, რომ სამსახურს დაკარგავ, (ან უარესი, ქვეყნის მოღალატედ მოგნათლავენ) რა გიკვირთ, რომ ჟურნალისტები თუ ფოტოგრაფები "მოკლე საბელზე" არიან? ამიტომ სარეველა ფესვებიდან უნდა მოიგლიჯოს....
დევიდ აირონს
22:19 05-01-2012
0

სიახლეები პოპულარული