უხერხულია, შენ გერქვას მწვრთნელი

AutoSharing Option
"სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე სეზონში ქომეთიანი ერთხელ უკვე თითქმის გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და მის ადგილზე ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი უნდა დაენიშნათ", - ეს არის ამონარიდი გუშინდელი "ლელოს" წერილიდან, რომელიც ზუგდიდის "ბაიაში" მომხდარ საკადრო ცვლილებას ეხებოდა.

ელგუჯა ქომეთიანის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად გოჩა ტყებუჩავა დანიშნეს, ამონარიდში ნახსენები "ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი" კი ძალიან ცუდი ინციდენტის საბაბი გახდა - ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმაინტერნეტკაზინო ლარივინი, ბადრი კვარაცხელიამ "ნაკლებად წარმატებულ სპეციალისტში" ალბათ საკუთ
არი თავი იგულისხმა, დაურეკა სტატიის ავტორს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რჩევების მიცემა ჟურნალისტის საქმე არ არის, მაგრამ ასეთი საქციელი რომ არავის წაადგება, ვფიქრობთ, საკამათო არ უნდა იყოს. მწვრთნელი ასეთ რამეს რომ იკადრებს, უხერხულია, მას მწვრთნელობა დავაბრალოთ.

ჟურნალისტობა არ არის ადვილი, მით უმეტეს, საქართველოში, ოღონდაც, ჩვენი საფეხბურთო სამყარო ისეთია, ჟურნალისტებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ჩინოვნიკებს ერთმანეთის პატივისცემა ასე თუ ისე წესად აქვთ დადგენილი. ამ ეტიკეტის დაცვა დიდ ნიჭსა და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს არ მოითხოვს, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშეო.

ვინც ასეთ გამონაკლისში მოაქცევს საკუთარ თავს, ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონ იქნება. ვფიქრობთ, არც ერთ მწვრთნელს არ შეშურდება ასეთი ადამიანის.
ქართულ ფეხბურთში რეპუტაციის საკითხი საკმაო ხანს არ იყო აქტუალური, მაგრამ ბოლო დროს ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. იმ კლუბებში, რომლებსაც კერძო სექტორმა მოჰკიდა ხელი, უკვე მნიშვნელობას ანიჭებენ მწვრთნელთა რეპუტაციას, ძველი მენტალიტეტის მქონე ხალხი "ახალ ქართველებს" ვერ მოატყუებს, "ძველებს" უკვე ყველა კარგად იცნობს, თუმცა ზოგ უწყებრივ კლუბში "ძველთა" პოზიციები ჯერაც მყარია.

რა არის ასეთი აგრესიის და, მეტი რომ არ ვთქვათ, ცუდი საქციელის მიზეზი?

კაცს ყველა საქმე წინ დაუხვდება - კარგიც და ცუდიც. ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტი - ეს ისეთი ხელობაა, თუ საქმე ძალიან არ გიყვარს, მხოლოდ ჯამაგირის გამო ვერ იმუშავებ. ამის მიხვედრა მწვრთნელისთვის ძნელი არ უნდა იყოს, ჟურნალისტი მწვრთნელის, ფეხბურთელის და ფეხბურთში მოსაქმე ნებისმიერი ადამიანის პარტნიორი და თანამშრომელია იმ გაგებით, რომ საერთო საქმეს ემსახურებიან. ნუთუ ამის ახსნა საჭირო უნდა იყოს?!

საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც აძლევს მწვრთნელს ლიცენზიას? არის კი ყველა ღირსი სამწვრთნელო ლიცენზიის?

დალაგებულ ქვეყნებში ასეთი რამ ვერ მოხდება და, თუ მაინც მოხდა გამონაკლისი, იქაური "მწვრთნელის" ხვედრს არავის ვუსურვებთ.

უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი შეცდომა, რომელიც მუშაობის, რაღაცის შექმნის დროს მოსდით. ეს ძალიან ცუდი შეცდომაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბატონო ჟურნალისტებო,როდესაც ქეცბაიას აძლევთ უფლებას,გელაპარაკოთ ისე როგორც გელაპარაკებათ,როდესაც კალაძის განცხადების შემდეგ,სპორტის მინისტრის და ფეხბურთის ფედერაციის სამარცხვინო პასუხზე არ გაქვთ ადეკვატური რიაქცია,როდესაც რამოდენიმე კვირა გჭირდებათ იმისთვის,რომ,გაბედოთ და დაწეროთ კალაძეს მადლობა ეკუთვნისო,როცა ბევრ პრინციპულ საკითხზე,თქვენი რეაგირება,ან ძალიან დაგვიანებულია,ან ან ძალიან ზოგადი,ან კი საერთოდ არ ჩანს,თქვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება არაა მოულოდნელი.როდესაც ჟურნალისტებს გამბედაობის დეფიციტი აშკარად გეტყობათ,როდესაც ფეხბურთელები კაპიტნის ჩათვლით თამაშებს ყიდიან სისტემატიურად,თან არა მარტო შედეგზე მაიმუნობენ,არამედ აუტებზე,შეცვლებზე და ათას ოხრობაზე კიდე,ქომეთიანი კი ამას ვერ ან არ ხვდბოდა და თქვენ ასეთ მწვრთნელს წარმატებულს უწოდებთ,ხოლო მის სავარაუდო შემცვლელს ნაკლებად წარმატებულს,გიკვირთ რომ არ დაგეთანხმოთ და გაბრაზდეს ეს ნაკლებად წარმატებული?ოღონდ ამას ტელეფონზე დარეკვით და შეურაწყობით კი არ უნდა გამოხატავდეს,უნდა გამოვიდეს საჯაროდ და თქვას პირდაპირ,ამის და ამის გამო,ასეთ უპრინციპო და არაპროფესიონალებს არ გაქვთ უფლება ვინმეს კომპეტენტურობა,წარმატება-წარუმატებლობა შეაფასოდ. პ.ს. დალიან დიდი ინტერესით ველოდები როდის და როგორი იქნება,სპორტული ჟურნალისტების შეფასება,სიჭინავას "ერთპიროვნულ"ამინისტიაზე.
daviti
14:22 05-01-2012
0
კველამ თავისი საქმე აკეთოს და რაგაცას მივახცევტ....., იმ ჯურნალისტს არამგონია მეტი გაეკეტებიოს ქარტული ფეხბურტისტყვის ვიდრე ბადრი კვარაცხელიას და არც უნდა ადზლევდეს თავს იმის უფლებას სჰეეხოს იმას ვისაც მეტი გაუკეტებია.....
qomagi
18:38 05-01-2012
0

სიახლეები პოპულარული