გორის "დილადან" ყველა გაუშვეს

AutoSharing Option
გორის "დილაში" ნამდვილი საკადრო რევოლუცია დაიწყო. ჯერ იმას ვიტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ მყოფი კლუბის თავკაცებმა კონკურსი გამოაცხადეს და ფულადი პრიზები დააწესეს "დილას" ახალი ლოგოს, დროშის, გულშემატკივართა სლოგანის, კლუბის ჰიმნისა და ვებგვერდის შექმნისთვის.

ახლა კი წმინდა საფეხბურთო ამბებზე: გორელთა დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა გვითხრა, რომ დეკემბერში გუნდის გაძლიერება გადაწყდა:

"ახლა "დილას" სერიოზული პატრონი ჰყავს, რაც გაზრდილ ამბიციასაც გულისხმობს. ახალი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით კი იანვრიდან ყველა ფეხბურთელი გათავისუფლდა - ვის დავტოვებთ და ვის ავიყვანთ, ჯერ არ ვიცით".

"დილას" მთავარი მწვრთნელი
თემურ მახარაძე
კი არ გამორიცხავს ლეგიონერების დამატებას:

"ფაქტია, რომ გუნდს სერიოზული ხალხი პატრონობს და იმედია, ძლიერი შემადგენლობის შეკრებას მოვახერხებთ, თუმცა სელექციაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ. ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ და სერიოზული დაფიქრება გვჭირდება, რადგან გუნდის შექმნისას მოთამაშეთა სწორ შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს".

გორელები სამზადისს თბილისში 9 იანვარს დაიწყებენ და "ამერსა" და "შატილზე" ივარჯიშებენ, 25 იავრიდან კი ანთალიაში გაემგზავრებიან და იქ 2 კვირა დაჰყოფენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველას გაშვება არ ნიშნავს იმას რომ ყველა დატოვებს გუნდს უმრავლესობასთან დაიდება გაუმჯესებული კონტრაკტები მხოლოდ მცირე ნაწილი დატოვებს გუნდს
negredo
17:00 07-01-2012
0
სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი პროცესი ისაა, რო რაგბის, კალათბურთის და ფეხბურთის გუნდები უმრავლდებათ შსს-ს და არმიას. ყველაფრის პოლიტიზირება რო არ შეიძლება, ეგ უთხარით ბაჩოს და ვანოს. სამინისტროების ბიუჯეტში პროფესიული სპორტული კლუბების დაფინანსება მაინც იყოს გათვალისწინებული, ეგეც კაი იქნებოდა, თორე გამოდის, რაღაც შავი ფული იხარჯება და ეს მაიმუნობა დროზე თუ არ მორჩა, დაივიწყეთ ფეხბურთი მერე.
0

სიახლეები პოპულარული